
უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, რუსული ძალები კვლავ აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან. როგორც არახამიამ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებას აქვს კონტაქტი მარიუპოლის დამცველებთან.
"ქარხნის შტურმის მცდელობები უკვე მეორე დღეა გრძელდება. რუსული ჯარები უკვე იმყოფებიან აზოვსტალის ტერიტორიაზე", - თქვა არახამიამ.