რუსეთი აცხადებს, რომ აზოვსტალიდან მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5, 6 და 7 მაისს, მოსკოვის დროით 08:00-დან 18:00 საათამდე აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიან

როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებებს შეწყვეტენ. მათივე თქმით, სამხედრო ნაწილებს უსაფრთხო დისტანციაზე გაიყვანენ და უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას.

ცნობისთვის, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 30 აპრილს დაიწყო. ევაკუაციის შემდეგ ქარხანაზე თავდასხმები განახლდა. დღეს კი რუსი სამხედროები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი