იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი - იაპონიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის მიერ იაპონიის ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას "სრულიად მიუღებელი" უწოდა.

CNN-ის ცნობით, მან კომენტარი ოთხშაბათს, რომში ვიზიტის დროს გააკეთა.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული. რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი", - თქვა იაპონიის პრემიერმა.

ცნობისთვის, ოთხშაბათს რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის პრემიერსა და მისი კაბინეტის წევრებს ქვეყანაში შესვლა "განუსაზღვრელი ვადით" აუკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი