
გერმანიის მთავრობა დათანხმდა უკრაინაში მეტი მძიმე იარაღის გაგზავნას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამხედრო დახმარება მოიცავს 7 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას (Panzerhaubitze 2000).
მანამდე გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას "გეპარდის" საზენიტო ტანკებს მიაწვდიდა.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი მის ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან უკრაინას მძიმე იარაღს არ უგზავნიდა. აპრილის ბოლოს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას.