
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ იგი "შეძრწუნებული" რუსეთის მიერ ლუგანსკში სკოლის დაბომბვით, რის შედეგადაც დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები.
"შეძრწუნებული ვარ რუსეთის ბოლო თავდასხმით ლუგანსკის სკოლაზე, რასაც მოჰყვა რუსული დაბომბვისგან თავდასაცავად თავშესაფარში მყოფი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა. მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის რეჟიმმა პასუხი აგოს",- წერს ლიზ ტრასი
ცნობისთვის, ლუგანსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90-მდე ადამიანი აფარებდა თავს - სკოლა სოფელ ბელოგოროვკაში, ლისიჩანსკის მახლობლად მდებარეობს. ავიაიერიშის შედეგად, სავარაუდოდ, 60 ადამიანი დაიღუპა .
ამავე თემაზე: