
"დღეს ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით - ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ფორმალური. უკრაინამ ევროკავშირს გადასცა სპეციალური კითხვარის შევსებული მეორე ნაწილი, რომლის შევსებაც ევალება ყველას, ვისაც სურს, რომ EU-ს ნაწილი იყოს. ჩვეულებრივ, ამას თვეები და თვეები სჭირდება და ჩვენ ეს რამდენიმე კვირაში გავაკეთეთ", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.