"აზოვის" ყოფილი მეთაური ამბობს, რომ მარიუპოლის განბლოკვისთვის სამხედრო ოპერაციის მომზადება მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალში" გამაგრებული მებრძოლები დიპლომატიურ მოლაპარაკებებთან ერთად სამხედრო გეგმებზეც მუშაობენ. ამის შესახებ "აზოვის პოლკის" ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა. 

მისი თქმით, სამუშოები უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ერთად მიმდინარეობს. ჟორინის განცხადებით, ამჟამად უკვე შეუძლებელია ერთეტაპიანი დებლოკადა მოხდეს და დღეს ეს შეიძლება რამდენიმე ეტაპად განხორციელდეს.

"დიპლომატიური პროცესის გარდა, პარალელურად კვლავ მიმდინარეობს ქალაქის დებლოკირების მიზნით სამხედრო ოპერაციის მომზადების პროცესი", - თქვა მან.

სამხედრო ამბობს, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება, რადგან ჯერ აუცილებელია ადგილზე სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შევსება.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ, ვინც ახლა აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, აქვთ ეს დრო. ამიტომ, ჩვენ ვემზადებით და პარალელურად ვმუშაობთ ორი მიმართულებით: დიპლომატიური - მათი გადასარჩენად და იქიდან გაყვანის მიზნით და სამხედრო - რასაც ნებისმიერ შემთხვევაში განვახორციელებთ", - განმარტა  ჟორინიმ. 

მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში რუსები "აზოვსტალის" ქარხანაზე შტურმს აგრძელებენ. დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იქ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი