
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბაერბოკი უკრაინაში ჩავიდა. ვიზიტი წინასწარ არ ყოფილა დაანონსებული.
ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში. ქალაქში, რომელიც რუსების მიერ დროებით ოკუპირებული იყო და გათავისუფლების შემდეგ ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ნაწამები ცხედარი ნახეს. ომის დანაშაულების გამოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.
მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი მის ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან უკრაინას მძიმე იარაღს არ უგზავნიდა. აპრილის ბოლოს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას. 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას PzH 2000-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს გაუგზავნის.