
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენ ბაერბოკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, მაგრამ ასევე ამბობს, რომ არ შეიძლება იყოს მოკლე გზა გაწევრიანებამდე. ბაერბოკი დღეს კიევში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
მან ასევე თქვა, რომ გერმანია ნულამდე შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი წარუდგინა, რომლის შევსება აუცილებელი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა უკრაინამ უკვე დაასრულა.