არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო - ნიკა გვარამია მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას თქმით, ის  თავის თავზე იღებს "არარსებულ დანაშაულებს" და მასთან ერთად ბრალდებული ადამიანები განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ იურიდიულად არ გამოდიოდა მისთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე:

"აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა,  არიან "პრიკუპში" მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა არ გამოვიდა მათ გარეშე. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, ყველას. თუ ვინმე, უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო." მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და  ზურაბ იაშვილი.

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი