
ნიკა გვარამიას საქმეზე განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების ელჩმა. კელი დეგნანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა, მსგავსი საქმეები პოლიტიკური საქმეების ჩარევის გარეშე უნდა წყდებოდეს, რაც პროცესის მიმართ სანდოობას გაზრდიდა.
"მე არ მომისმენია განაჩენი და ვერ ვიმსჯელებ ჰიპოთეტურ საკითხზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა ის, რაც არაერთხელ მითქვამს. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის საქმე, რაც ოდნავ მაინც ქმნის ინტერესთა კონფლიქტისა და პოლიტიკური ჩარევის განცდას. საბოლოო ჯამში, ხალხს უნდა ჰქონდეს ნდობა ნებისმიერი ვერდიქტისადმი",- თქვა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი პროცესი გაიმართა. მოსამართლე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
იხილეთ ასევე: