კიდევ ერთი დაზიანებული რუსული გემი შავ ზღვაში - სატელიტური ფოტოები

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ხუთშაბათს შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინთან კიდევ ერთ რუსულ გემს - "ვსევოლოდ ბობროვს" დაარტყეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ ეს ლოჯისტიკური დამხმარე ხომალდი იყო.

არესტოვიჩი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, გემი არ ჩაძირულა, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა. ეს ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა Maxar Technology-ის ახალი სატელიტური სურათები, რომლებზეც ასახულია სარაკეტო თავდასხმა ხუთშაბათს, ზმეინის კუნძულთან რუსულ სადესანტო გემზე. ფოტოების მიხედვით, გემზე კვამლი ჩანს, ის როგორც ჩანს მკვეთრ შებრუნებას აკეთებს, რის შემდეგაც რაკეტა წყალს ხვდება:

Maxar Technologies-ის 12 მაისის ფოტო.

ოდესის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ 12 მაისს დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ხომალდის დაზიანება:

"ჩვენი სამხედროების ქმედებების წყალობით, ლოჯისტიკურ დამხმარე ხომალდ "ვსევოლოდ ბობროვს" ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე ახალი რუსულ ფლოტში", - ამბობს ბრაჩუკი.

მისივე თქმით, არის ცნობები, რომ გემი სევასტოპოლისკენ მიდის, თუმცა ეს დასაზუსტებელია. უკრაინული მედია UNIAN წერდა, რომ გემს ზმეინის კუნძულის მახლობლად, უკრაინული "ნეპტუნი" ესროლეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი