
აზოვის მცველების ცოლები მსოფლიო ლიდერებს მიმართავენ. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მეომრების ოჯახის წევრები აზოველების გადარჩენასა და ქარხნის ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვენ.
ამ დრომდე მეტალურგიულ ქარხანაში ტერიტორია ბლოკირებულია - ევაკუაცია კი ისევ ვერ ხერხდება. მოლაპარაკებები რუსეთთან ჩაიშალა. 60-მდე დაჭრილი ჯარისკაცი კი სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების გარეშე კვლავ ბუნკერებში რჩება.
"ჩვენს ბიჭებს ყველა მხრიდან ესვრიან... შეაჩერეთ ეს ნგრევა!... მათ [მებრძოლებმა] აჩვენეს, რომ ამ ქარხანაში წარმოებულ ფოლადზე უფრო ძლიერები არიან. ისტორია დაწერეს, როგორი უნდა იყვნენ ჯარისკაცები, რომლებმაც ფიცს არ უღალატეს და ბოლომდე იბრძვიან", - თქვა მან.
ამ ბრიფინგზე მარიუპოლის გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებმა მოუწოდეს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, დაეხმაროს უკრაინას სამხედროების აზოვსტალიდან ევაკუაციაში.
იხილეთ ასევე: