"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღესაც, ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში ვუმასპინძლოთ" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი სიმამაცე მსოფლიოზე შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას. მომავალ წელს, მესამედ თავის ისტორიაში, ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს. მჯერა, რომ ეს ბოლო არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღესაც, ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში ვუმასპინძლოთ. თავისუფალ, მშვიდობიან და აღდგენილ მარიუპოლში. 

დიდი მადლობა "კალუშ ორკესტრს" გამარჯვებისთვის და ყველას, ვინც ხმა მოგვცა. დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაშიც ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არაა. დიდება უკრაინას" - ასე ეხმაურება პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის ევროვიზიაზე გამარჯვებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი