
ევროპარლამენტარი რასა იუკევიჩიენე სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ის პოსტს Twitter-ზე აქვეყნებს:
"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო, თუნდაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებში, ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის ტიპის გზას ბ.ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების კანდიდატურის საბოტაჟი სურს?" - წერს რასა იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.