პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განაჩენის გამო - საგარეო

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარით შეშფოთებულები არიან. 

უწყების შეფასებით, ამ განაჩენმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე, მედიის თავისუფლებაზე.

"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამო.

გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში", - წერს საელჩო

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი