
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და "აზოვის" ბატალიონის 694 მებრძოლი ჩაბარდა.
რუსეთის განცხადებით, ჩაბარებულთა რაოდენობა ჯამში 959-ია, რაც მოიცავს იმ მებრძოლებსაც, რომლებიც ორშაბათს, პირველი ევაკუაციის დროს "აზოვსტალში" დარჩნენ.
ქარხნიდან გამოსული მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავთ. სულ მცირე 7 ავტობუსი ჩავიდა რუსეთის კონტროლირებად ქალაქ ოლენივკაში, ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უკრაინა ამბობს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებულ სამხედროებს რუს ტყვეებში გაცვლის, თუმცა კრემლი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.