
შოიგუმ პუტინს შეატყობინა ოპერაციის დასრულებისა და უკრაინელი სამხედროებისგან აზოვსტალისა და ქალაქ მარიუპოლის სრული გათავისუფლების შესახებ,- ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი გამოცემა РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
მანამდე, აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა აზოვსტალის ქარხნიდან სპეციალური მიმართვა გაავრცელა და უარყო რუსეთის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქარხანა დატოვა და ოკუპანტებს ჩაბარდა.