
ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნაისლმა, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა. ამის შესახებ "როსნეფტმა" ორშაბათს, პრესრელიზში განაცხადა.
რელიზში აღნიშნულია, რომ კნაისლმა თანამდებობა 20 მაისს დატოვა.
"კომპანია მადლობას უხდის კარინ კნაისლს ბოლო ათი თვის განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის, რომელიც აღინიშნა რთული პანდემიითა და საერთაშორისო გარემოთი", - ნათქვამია განცხადებაში.
კნაისლი დირექტორთა საბჭოს 2021 წლის ივნისში შეუერთდა.
იხილეთ ასევე: