საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს - ევროპარლამენტარი გლუკსმანი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, რაფალ გლუკსმანი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ გაუგებარია როგორ წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს იმ ფონზე, როცა გავლენიან ევროპარლამენტარებს კრიმინალებს უწოდებენ. 

მისი თქმით, საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს.

"ეს [ნიკა გვარამიას დაკავება] არ არის გასაოცარი შემთხვევა, ეს კულმინაციაა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა, თანაც ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად განიხილება, ეს კი ქვეყნისთვის კატასტროფაა. როგორ წარმოუდგენია თქვენ ხელისუფლებას ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ ფონზე, როცა გავლენიან ევროპარლამენტარებს კრიმინალებს უწოდებენ. ეს სიგიჟეა, საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს", - თქვა რაფაელ გლუკსმანმა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველია. მისივე აზრით, ის, ანა ფოტიგა და კიდევ სხვები "ანტიევროკავშირები არიან".

კობახიძემდე ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. ვიცე-პრემიერის აზრით, "მას საქართველო და ქართველი ხალხი საერთოდ არ აღელვებს და ერევა ქართულ პოლიტიკაში". იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი