"აბრამოვიჩი სარგებელს ვერ მიიღებს" - ბრიტანეთის მთავრობამ "ჩელსის" გაყიდვა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად დაამტკიცა საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვა და განაცხადა, რომ რუსი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი 5-მილიარდიანი გარიგებიდან სარგებელს ვერ მიიღებს.

"გუშინ ღამით მთავრობამ გასცა ლიცენზია, რომელიც ნებართვას გასცემს ჩელსის FC-ის გაყიდვაზე. იმ სანქციების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ დავუწესეთ პუტინთან დაკავშირებულ პირებსა და უკრაინაში სისხლიანი შეჭრას, კლუბის გრძელვადიანი მომავალი მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებში იქნება უზრუნველყოფილი.

დარწმუნებულები ვართ, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა არ წაადგება რომან აბრამოვიჩს ან სხვა სანქცირებულ პირს", - თქვა ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში.

სამშაბათს, ინგლისის პრემიერ-ლიგამ განაცხადა, რომ მისმა საბჭომ დაამტკიცა კლუბის გაყიდვა ჯგუფზე, რომელსაც ამერიკელი ბიზნესმენი ტოდ ბოელი ხელმძღვანელობს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი "უზრუნველყოფენ გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ომის მსხვერპლთა მხარდასაჭერად".

"ჩელსის" გაყიდვამ აბრამოვიჩის მფლობელობის თითქმის ორი ათწლეული დაასრულა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი