კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მუზეუმებიდან თანმშრომლების გათავისუფლებას გამოეხმურა და თქვა, რომ სამინისტრო "ბუტკა" არაა. მისი თქმით, მუზეუმების ახალ ხელმძღვანელობებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია, ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც მართავს კულტურის სამინისტრო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც იღებს ხელფასს, მინიმუმ დადიოდეს სამსახურში და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს უნარი იმისა, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას კომპეტენტურად გაუსწოროს თვალი. ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში, იქნება ეს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში", - ამბობს წულუკიანი.
წულუკიანმა არ უპასუხა დამატებით კითხვას გათავისუფლებული თანამშრომლების ბრალდებებზე, რომ გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკურია.
ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მოტივად რეორგანიზაცია დასახელდა. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ და ამბობენ, რომ წულუკიანი მისთვის არასასურველ კადრებს იშორებს.