მაკრონი და შოლცი პუტინს ზელენსკისთან "პირდაპირი და სერიოზული" მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდესდაიწყოს "პირდაპირი და სერიოზული" მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტთან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი პუტინს ტელეფონით 80 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ. 

ლიდერებმა მას დაჟინებით მოუწოდეს "ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და რუსული ჯარების გაყვანისკენ".

ამას გარდა, საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთს მოუწოდეს, გაათავისუფლოს 2 500 უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც სამხედრო ტყვედ მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში აიყვანეს.

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც. განცხადების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვი მზად არის, დიალოგი გააგრძელოს კიევთან.

განცხადებაში არაფერი იყო ნახსენები პირისპირ მოლაპარაკებებზე პუტინსა და ზელენსკის შორის. 

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა: "არ ვეთანხმები არავისთან შეხვედრას რუსეთის ფედერაციიდან, გარდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა". როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ განსახილველი საკითხი ომის დასრულება იქნება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, როგორც პირისპირ, ისე დისტანციურად, თუმცა ამჟამად პროცესი შეჩერებულია.

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი 29 მარტს სტამბოლში შედგა. ამ დრომდე, ეს მოლაპარაკებების ბოლო, რაუნდია, როცა მხარეები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი