
კანადამ სანქციები დაუწესა 22 პირს, მათ შორის ალინა კაბაევას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პარტნიორი და ყოფილი ტანმოვარჯიშეა.
სანქციების უახლესი რაუნდი ასევე მოიცავს ოთხ ფინანსურ ინსტიტუტს.
"ჩვენ უნდა დავახრჩოთ პუტინის რეჟიმი. ეს იყო ჩვენი მიზანი თავიდანვე და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ალინა კაბაევას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისთვის სანქციებს ევროკავშირი და აშშ-ც განიხილავდა.