
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდება "ცეცხლზე ნავთის დასხმაა".
როგორც პესკოვმა აღნიშნა, "ეს ხელს არ უწყობს კიევის სურვილი გაღვიძებას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების თაობაზე".
"ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ შეერთებული შტატების მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს. შეერთებული შტატები, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს, ებრძოლოს რუსეთს ბოლო უკრაინელამდე. ასეთი მიდგომა არ უწყობს ხელს უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილის გაღვიძებას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვიღებთ", - თქვა პესკოვმა.
ამერიკა უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას ისეთ საბრძოლო მასალას მიაწვდიან, რომლითაც ქვეყანა შეძლებს, უფრო ზუსტად დაარტყას მთავარ სამიზნეებს ბრძოლის ველზე.