თუ არ ეთანხმებიან, გაასაჩივრონ - "ოცნება" ნიკა გვარამიას "დასაბუთებულ" განაჩენზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გამოტანილი განაჩენი, შეუძლია ზედა ინსტანციაში გაასაჩივროს.

დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ იმის გამო, რომ "ადვოკატი რაღაცას არ ეთანხმება, არავინ ცხადდება პოლიტიკურ პატიმრად და არვინ ამბობს, რომ განაჩენი არასწორია".

"მე ვფიქრობ, რომ ბატონი გვარამიაც არის იურისტი, ასევე მისი ადვოკატებიც კვალიფიციური იურისტები ბრძანდებიან, ძალიან მარტივი რამ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება, განაჩენი, არის აბსურდული, დაუსაბუთებელი და უკანონო, მათი თქმით, უფრო მეტი შანსი აქვთ მათ, რომ ზედა ინსტანციაში ასეთი განაჩენი მარტივად გააუქმებინონ, ამიტომ, აქ არის წერტილი", - თქვა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს და ის ციხეში პოლიტიკური მოტივით ზის. 

დღეს ოპოზიციამ პრეზიდენტ ზურაბიშვილისაც მიმართა, რომ განაჩენი უკვე საჯაროა და მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებაზე.

ცნობისთვის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი 142 გვერდიანია, მას ნიკა გვარამია უკვე გამოეხმაურა: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი