ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სხვადასხვა თემა და შესაძლო უფლებების დარღვევები მოხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში საუბარია "სუს-ის კრებსებზე":
"კანონები და პოლიტიკასაქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიურ ლიდერებსა და სხვათა ფართო თვალთვალს და მათ საუბრების მიყურადებას პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან.
მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, მაშინ როცა ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვებმა დაადასტურა ისინი და თქვა, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია რელიგიის თავისუფლებაზე, რადგან დაადასტურა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდებოდა რელიგიური ჯგუფების საქმიანობას", - წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ითვალისწინებდა COVID-19-ის პანდემისი დროს გამონაკლისს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღესასწაულების აღნიშვნის დროს. დეპარტამენტი წერს, რომ მთავრობამ ყველა სხვა რელიგიურ ჯგუფს დღესასწაულების აღსანიშნად სპეციფიკური განაცხადის შევსება მოსთხოვა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირადად დაარეგისტრირა, თუმცა 6 სხვა ჯგუფსს უარი უთხრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" კვლავაც აცხადებდა, რომ პროკურატურას არ შეუძლია ბრალი წაუყენოს პირებს რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისთვის.
"პარლამენტმა კვლავ ვერ შეასრულა სასამართლოს დადგენილება, რომ შეეწყვიტა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიები, ან გაევრცელებინა ეს შეღავათები სხვა რელიგიურ ჯგუფებზე", - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში მოხვდა მუსლიმური თემის ზოგიერთი ლიდერისა და არასამთავრობოს მოსაზრება, რომ მთავრობა აგრძელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რელიგიური ჯგუფის "სრულიად საქართველოს ყველა მუსლიმის" მხარდაჭერას და გავლენას ახდენს მასზე.
ანგარიშში მოხვდა 5 ივლისის მოვლენები:
"თბილისი პრაიდის" მიერ 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა, როდესაც ულტრამემარჯვენეები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მღვდელი, თავს დაესხა ჯგუფის წევრებსა და ოფისებს".
აშშ-ის სახ. დეპი წერს "ალტ ინფოზე", რომელიც შეუწყნარებელ განცადებებს აკეთებს, ასევე, სასულიერო პირების მხირდან ანტისემიტურ ქადაგეგებსა და კორონავისურსზე შეთქმულების თეორიების გავრცელებაზე.