რუსეთმა 40 მილიონი დოლარის უკრაინული მარცვლეული მოიპარა და სირიას მიჰყიდა - Reuters

გამოქვეყნდა:

მარცვლეული, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იპარავენ, სირიაში გადის. რუსეთმა იქ უკვე გაგზავნა 100 000 ტონა ხორბალი - წერს Reuters-ი ბეირუთში უკრაინის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

მარცვლეულით დატვირთული რუსულმა გემო „მატროს პოზინიჩი“ მაისის ბოლოს სირიის მთავარ საზღვაო პორტში, ლატაკიაში გაჩერდა.

Refinitiv-ის მონაცემები აჩვენებს, რომ გემი ხორბლით სევასტოპოლის პორტში [რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი] დატვირთეს, ხოლო მისი გამგზავრების თარიღი 19 მაისია. იგივე გემი უკვე ლატაკიაში Planet Labs PBC-ის თანამგზავრულმა სურათებმა 29 მაისს დააფიქსირა. 

უკრაინის საელჩო ბეირუთში, აცხადებს, რომ შეეცადნენ სირიის ხელისუფლებისთვის მიემართათ, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. 

ბოლო სამი თვის განმავლობაში, სირიამ 100 000 ტონაზე მეტი მოპარული უკრაინული ხორბალი მიიღო, რაც დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი