"ქუჩურად ლაპარაკობენ"...ომი რომ დასრულდება, ვკითხავთ - ხომ მაგარი ბიჭები ხართ, აგვიხსენით ასე რატომ მოქმედებდით? | პოდოლიაკი "ოცნებაზე" 

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ფორმულას" ეთერში "ქართული ოცნების" წევრების შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ ამას "ქუჩური საუბარი" ეწოდება. 

პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალში ვერ ეტყვის უკრაინის ლიდერებს, რომ ომის დროს მხარს უჭერდნენ. 

"არსებობს ასეთი ცნება, მაღალკულტურული ინტელექტუალური ადამიანი. როდესაც ეს სუბიექტები ქუჩურად ლაპარაკობენ, ამის წაკითხვა არ არის აუცილებელი. მე არ ვიცი, როგორ აძლევთ ხმას ასეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ტონით ლაპარაკობენ. ეს თქვენი შიდა არჩევანია. თქვენ შეიძლება აირჩიოთ ისინი, რომლებიც ნაკლებად განათლებული ადამიანების სტილში საუბრობენ. თუ თქვენ მოგწონთ, პრობლემა არაა. მომხრე ვარ ორივე ხელით. ეს თქვენი შიდა პოლიტიკაა. შეუძლიათ ილაპარაკონ, მაგრამ როცა ომი დასრულდება, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ ერთმანეთს დავუსვამთ კითხვებს: თქვენ ხომ ასე ლაპარაკობდით, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, მაშინ აგვიხსენით, ასე რატომ მოქმედებდით? მერე ვისაუბრებთ. ახლა აქ ადამიანებს ხოცავენ და იძულებული ვარ ვუსმინო იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი აზრების არგუმენტირება მოახდინონ", - თქვა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

იხილეთ "ოცნების" გუნდის განცხადებები პოდოლიაკზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი