"თქვენ აქ არ უნდა დადიოდეთ, ასე ვერ უნდა გადაადგილებოდეთ" - სამნიძე და ბერძენიშვილი პოლიციაში, გამოკითხვაზე არიან

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსები ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებიან. მათ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ორი პირი თავს დაესხა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

ხათუნა სამნიძე იხსენებს, რომ ორივე თავდამსხმელი მათ პოლიციის თანდასწრებითაც ემუქრებოდა. მისივე თქმით, მომხდარს პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.

"ორი კაცი მეძახის, რომ თქვენ აქ არ უნდა დადიოდეთ, ასე ვერ უნდა გადაადგილებოდეთ, ვინ ხართ მეთქი რა გინდათთქო, მე ის ვარ, ჩემ ამბებს არ იცავთო. აშკარად მოტივირებულები იყვნენ აგრესიაზე, ლანძღვა-გინებაზე გადმოვიდნენ, აქ ვერ გაივლი, დაცვის გარეშე ვერ უნდა დადიოდე, შეურაცხყოფა მიაყენა ხათუნას, ამას როგორ იცავ. ორივეს მხრიდან იყო ეს აგრესიის გაღრმავება, ფეხი და ხელი გამომქნია ხომასურიძემ, წვივზე, მხარზე შემეხო", - ამბობს დავით ბერძენიშვილი. 

ერთ-ერთი თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძეა, რომელიც წარსულში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების სხვა აქციებშიც მონაწილეობდა, მათ შორის ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ გამართულ პროტესტზე. პოლიციამ ისიც და მისი თანმხლები პირიც დააკავა.

იხილეთ ასევე: 

ავტორი: ნინო გიგაური 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი