თავდასხმა ოპოზიციის წევრებზე | შსს-მ ირაკლი ხომასურიძე დააკავა

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკური პარტიის ლიდერების, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი ერთი პირი, ირაკლი ხომასურიძე დააკავეს. ინფორმაცია მთავარი არხის ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურებს. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავს დღეს, 6 ივნისს დაესხნენ.  ერთ-ერთი თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძეა, რომელიც წარსულში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების სხვა აქციებშიც მონაწილეობდა, მათ შორის ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ გამართულ პროტესტზე. პოლიციამ ისიც და მისი თანმხლები პირიც დააკავა.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი