"ლიდერობა ყოველთვის მძიმე ტვირთია. ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის საშიშროება გააცნობიერა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში დაუდგა, რათა დაეცვა თავისუფალი სამყარო ბარბაროსული შემოჭრისგან. მსოფლიოს სჭირდება ასეთი ლიდერები. დიდი ბრიტანეთი უკრაინის კარგი მეგობარია. ბრიტანეთის გვირგვინი დემოკრატიული სამყაროს ფარია".
- წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. ცნობისთვის, კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ ბორის ჯონსონს უნდობლობა არ გამოუცხადა, ბრიტანეთის პრემიერი თანამდებობაზე რჩება.