
რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში უკვე 263 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, განახლებულ მონაცემებში შედის მარიუპოლში 3 ივნისს, სანაპიროზე, ნაღმის აფეთქების შედეგად დაღუპული 8 წლის ბიჭიც.
7 ივნისის დილის მდგომარეობით, ომის შედეგად დაშავდა 467-ზე მეტი ბავშვი.
უწყების ცნობით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან საომარი მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.