რუსები გეგმავენ ოკუპირებული რეგიონებიდან, მათ შორის საქართველოდან, საფეხბურთო გუნდები ფსევდოჩემპიონატისთვის გააერთიანონ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ ოკუპირებული ქვეყნების საფეხბურთო გუნდების შეკრება და ფსევდო ჩემპიონატის ჩატარება სურს. 

ზელენსკიმ მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც დაასახელა და ამ იდეას დაცინვა უწოდა.

"სწორედ დღეს ოკუპანტებმა გამოაცხადეს აბსოლუტურად გიჟური ამბავი, რომ ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან - დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და თუნდაც საქართველოს ნაწილიდანაც კი, რამდენიმე საფეხბურთო კლუბის ერთ ფსევდო ჩემპიონატად გაერთიანებისთვის. ეს უბრალოდ ოკუპანტის მხრიდან იმ ადამიანების დაცინვაა, რომლებსაც ყველაფერი კარგად ახსოვთ", - თქვა ზელენსკიმ. 

მისი განცხადებით, 10 წლის წინ დონეცკი იყო ძლიერი, ამაყი, განვითარებული, შემდეგ რუსეთმა იქ "ასეთი არაადეკვატური დონის იდეები" შეიტანა. ზელენსკიმ თქვა, რომ ახალ დონეცკი მოჩვენებათა ქალაქია, რომელმაც ადამიანთა უმეტესობა, ათასობით სიცოცხლე და ყველა პერსპექტივა დაკარგა.

ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ უკრაინის დაბრუნება ნიშნავს ნორმალურ ცხოვრებას ოკუპირებული ტერიტორიებისთვის და უსაფრთხო, მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში მსოფლიო დონის მატჩებს დონბასის არენაზე.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი