ახალი სატელიტური ფოტოები აჩვენებს მიკოლაევში მარცვლეულის ტერმინალზე თავდასხმის შედეგებს

გამოქვეყნდა:

ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს რუსეთის თავდასხმების შედეგებს სამხრეთ უკრაინაში დიდ სასოფლო-სამეურნეო საწყობებზე.

რუსეთმა იერიშები მიიტანა შავი ზღვის პორტში, მიკოლაევში - მარცვლეულის ექსპორტის მთავარი კერა. ფოტოები გადაღებულია 31 მაისსა და 7 ივნისს.

თავდასხმის შემდეგ:

უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. 

დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ შავი ზღვიდან პორტის ჩაკეტვით, რაც გლობალური შიმშილობის რისკს ქმნის. გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან ანკარაში მოლაპარაკებები გამართა კრიზისის შესახებ. ლავროვმა თქვა, რომ თუ კიევი მზადაა დაიწყოს თავისი წყლების განაღმვა, მოსკოვი მზადაა საკითხი მოგვარდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი