"ეს სამხედრო დანაშაულია" | გაერო, დონეცკში, 3 უცხოელისთვის სიკვდილის დასჯის მისჯით "შეშფოთებულია"

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ დონეცკში 3 უცხოელისთვის სიკვდილით დასჯის მისჯით "შეშფოთებულია". ორგანიზაციის ცნობით, "უკრაინის მთავარი სარდლობის თანახმად, ყველა მამაკაცი უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი იყო და, თუ ეს ასეა, არ უნდა განიხილებოდეს, როგორც. დაქირავებულები“.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების საპასუხოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა სპიკერმა რავინა შამდასანმა განაცხადა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებულია, 9 ივნისს მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნილი ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს სიკვდილით დასჯის მისჯისთვის.

შამდასანმა თქვა, რომ 2015 წლიდან გაერო აღნიშნავს, რომ ე.წ. "სასამართლო ხელისუფლება" თვითგამოცხადებულ "რესპუბლიკებში" არ იცავს სამართლიანი სასამართლოს ძირითად გარანტიებს, როგორიცაა საჯარო მოსმენა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

"ასეთი სასამართლო პროცესები სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ არის სამხედრო დანაშაული. სიკვდილით დასჯის გამოყენების შემთხვევაში მით უფრო მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოს გარანტიები“, - განაცხადა შამდასანმა. 

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ გაასამართლა ეიდენ ასლინი, 28 წლის, ნოტინჰემშირიდან, შონ პინერი, 48 წლის, ბედფორდშირიდან და მესამე მამაკაცი, მაროკოელი 
საუდუნ ბრაჰიმი, პროცესი პრორუსმა მეამბოხეებმა ჩაატარეს და სასამართლო არ არის საერთაშორისოდ აღიარებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი