G7-ის ნაბიჯი პირდაპირ დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას - ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავენ. ეს გადაწყვეტილება მოსკოვზე სანქციების გამკაცრების მცდელობის ნაწილია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის თქმით, ეს ნაბიჯი პირდაპირ დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას.

"ზომები, რომელიც ჩვენ დღეს გამოვაცხადეთ პირდაპირ დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებსა და გულში დაარტყამს პუტინის ომის მანქანას. ჩვენ ბოლომდე უნდა შევწყვიტოთ პუტინის რეჟიმის დაფინანსება. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები სწორედ ამას აკეთებენ", - თქვა ჯონსონმა.

დიდი შვიდეული ოფიციალურ განცხადებას ოქროს იმპორტის აკრძალვაზე სამშაბათს გააკეთებს. G7-ის სამიტი ბავარიაში იმართება. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება იქნება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი