
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემენ. ამის შესახებ განცხადება ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამშბათს, მადრიდში გააკეთეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა უკრაინას 3-3 ჰაუბიცას მიაწვდის.
"თვითმავალი ჰაუბიცა 2000 ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო იარაღია მსოფლიოში", - დასძინა სამინისტრომ.
13 ივნისს კიევმა განაცხადა, რომ მას ესაჭიროება 1000 ჰაუბიცა, 500 ტანკი და 1000 დრონი სხვა მძიმე იარაღთან ერთად რუსული ჯარების მოსაგერიებლად.