"ქართული ოცნება" ერთი მხრივ ამტკიცებს, რომ თანამშრომლობისთვის "ხელს უწვდის" ოპოზიციას, მეორე მხრივ კი პარტიის აქტივისტები რეგიონებში თავს ესხმიან იმ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეებს ევროინტეგრაციის აქციაზე - "შინ ევროპისკენ" მისვლას მოუწოდებენ.
კობახიძე 3 ივლისის აქციას "წალეკვის კამპანიას" უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიცია "წალეკვის დღის წესრიგშია".
"რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ იმ კამპანიას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის წალეკვას. აქ არ ვიცი, ეს არის ხალხის პოზიცია ხო? ერთი მხარე აანონსებს ქვეყნის წალეკვას, არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ეს არ სურს. ეს არის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი საუბრობენ ქვეყნის წალეკვაზე,რა თქმა უნდა, რეაქციაც არის საზოგადოებისგან. საზოგადოებაა ეს, საზოგადოებაა...
საჯარო სამსახურის წარმომადგენლები წესით არ უნდა იყვნენ ჩართულნი ასეთ ღონისძიებებში, წესით, სამუშაო საათები თუ არის, რაც შეეხება სხვა ადამიანებს რომლებიც აპროტესტებენ წალეკვის კამპანიას, ეს მათი უფლებაა. ესეც დემოკრატიის ნაწილია. ეს არის დემოკრატია, ვიღაცა აანონსებს ქვეყნის წალეკვას და ვიღაცა აპროტესტებს. ერთიც და მეორეც არის დემოკრატიის ნაწილი. ",- ამბობს კობახიძე.
"ქართული ოცნების" ლიდერმა სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას გადააბარა და მთავარი მესიჯი "წალეკვის კამპანია" 3 ივლისის აქციის კონტექსტში რამდენჯერმე გაიმეორა.
ამავე თემაზე: