მორიგი რუსული "ფეიკი" | თავდაცვის სამინისტრო გერასიმოვის უკრაინაში ვიზიტზე, ტყუილში გამოიჭირეს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტების მიერ სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეხუთე თვეს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მორიგი ყალბი ამბავი, რომ აგრესორი ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი ეწვია რუსი ოკუპანტების პოზიციებს უკრაინის ტერიტორიაზე. 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გენერლის "ვიზიტის" შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა , რეალურად კი რუსებს ორი თვის წინანდელი მასალა აჩვენეს. გერასიმოვის შესახებ ვიდეოში გამოყენებული ფოტოები 5 მაისით არის დათარიღებული.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ფრონტის რომელ ნაწილს ეწვია სავარაუდოდ გენერალური შტაბის უფროსი.

პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ გერასიმოვმა „მოისმინა მეთაურებისა და სხვა ოფიციალური პირების ანგარიშები სპეციალური ოპერაციების ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით და რუსული ჯგუფების მოქმედებების საბრძოლო მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ცნობით, რუსული მედიის "ფეიკის" ნაწილი იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ე.წ. ვიზიტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათი ცნობით, შოიგუ უკრაინაში არ ჩასულა და "შოუ" ბელგოროდში დადგეს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი