რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ არ ჩასულა რუსეთის შეიარაღებული ძალების საკონტროლო პუნქტებთან ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, დონბასის ნაცვლად, შოიგუ წავიდა ბელგოროდში, "სადაც მისთვის და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გენერლებისთვის, რომლებიც თან ახლდნენ, მოაწყვეს საჩვენებელი მოხსენებები უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შესახებ, ასევე, მედლებისა და ორდენების დემონსტრირება".

ციმბალიუკი ამბობს, რომ რუსეთის სარდლობას ეშინია, რომ უკრაინა შოიგუს ლიკვიდაციას შეძლებს. 

„სერგეი შოიგუს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების მონახულებაზე უარის თქმის მიზეზი არის მეომართა დანაყოფების მეთაურების შიში, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა შეიძლება განადგურდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად და მათ არ სურთ რეალური დანაკარგები აჩვენონ“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, დღეს დღის მეორე ნახევარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სერგეი შოიგუს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მინისტრი, სავარაუდოდ, ფრონტზე არსებულ ვითარებას გაეცნო და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები „დაათვალიერა“. რუსეთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადმოდის შოიგუს დელეგაცია ვერტმფრენიდან, შემდეგ ატარებს შეხვედრას, რის შემდეგაც მედლებით აჯილდოვებს ოკუპანტებს.

ამავე თემაზე:

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი