მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ექსპერტიზაში, შესაძლოა, შეერთებული შტატები ჩაერთოს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში, შესაძლოა შეერთებული შტატები ჩაერთოს. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ისაუბრა. 

მისმა ოჯახმა ჩათვალა, რომ დამატებით მოწვეული იქნეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ან ევროპიდან ახალი საექსპერტო ჯგუფი, რომელიც ასევე ჩაატარებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება FBI-ის საექსპერტო ბიუროსთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბაიდენის მრჩეველთა საბჭოსთან არსებული სამედიცინო ლაბორატორიასთან, რომელსაც ასევე გააჩნიათ საექსპერტო დასკვნის გაცემის უფლება, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილთან ვივა მედის პალატაში "ემპათიას" ექსპერტები იმყოფებიან.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი