მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ინტერესი - ხუნდაძე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც დღეს პარტია დატოვეს.

გარდა ამისა, ხუნდაძე აცხადებს, რომ "ოპონენტების დიდი ნაწილი ცდილობს მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელოს" და მათ აფრთხილებს, რომ ოცნებიდან წამოსული დეპუტატებისგან  "ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული".

"მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს.

ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა". მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ის ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლას და დეპოლარიზაციის შემცირებას.

მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი ჩვენგან და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს.

საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად", - თქვა ხუნდაძემ.

8 ივლისს, მმართველი გუნდიდან ფორმალურად წამოსულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს წერილი მისწერა, რომელშიც მოუწოდებდა, "ამერიკის იმიჯის დასაცავად" გამიჯვნოდა "ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს".

პასუხად კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

დეგნანის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს მოქმედმა და წასულმა დეპუტატებმა. ბოლო რამდენიმე დღეა მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები ვრცელდება.

დღეს "ოცნება" დატოვეს ახალციხის , ლაგოდეხისჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს დეპუტატებმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი