ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ვუდგებით, დეგნანის პასუხი ყაველაშვილის წერილზე, უსამართლოა - "ოცნებიდან" წასული

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც გუშინ პარტია და თანამდებობა დატოვა ამბობს, რომ ხელისუფლების ოპოზიცია არ იქნება. პარტიის ოფისში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხი დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილზე უსამართლოდ მიაჩნია.

"დავტოვე თანამდებობა იქიდან გამომდინარე, რომ მივაწოდო ჩემ მოსახლეობას, ეს იქნება ახალციხეში, თუ მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ის დამოკიდებულება, რაც მწამს მე და რაც ჩემთვის მართალია. ფრაქციაც დავტოვე, უბრალოდ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, სხვადასხვა მიზეზები იყო კიდევ აქ. ერთ-ერთი [მიზეზი] იყო, იმიტომ, რომ უსამართლოდ მიმაჩნია აშშ-ს ელჩი გამოდის და საქართველოს პარლამენტის წევრის წერილზე ასეთ პასუხს იძლევა, ჩემი აზრით, უსამართლოა. ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ვუდგებით და იგივე ნაბიჯებს გავაგრძელებთ, რაც საჭირო იქნება", - ამბობს საბა კბილაშვილი.

ცნობისთვის, 11 ივლისს "ოცნება" ახალციხის , ლაგოდეხისჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს დეპუტატებმა დატოვეს. ისინი პარტიიდან მანამდე წასული სამი დეპუტატის პოზიციას იზიარებენ და დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებენ.

პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. წერილში ის ამბობდა, რომ ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი. ყაველაშვილს აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ წერილი სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით. მანვე აღნიშნა, რომ "ოცნების" ყოფილი წევრების ნარატივი, ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი