"ქართულ ოცნებას" ჭიათურის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა სამხარაძე, რომელმაც გუშინ პარტია და თანამდებობა დატოვა ამბობს, რომ მიზეზი "ევროპული თავისუფლებისთვის ბრძოლაა". გუშინ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ მამუკა მდინარაძე წასულმა წევრებმა საქმის კურსში ჩააყენეს.
"2012 წლიდან ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ "ქართული ოცნების" და დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა პარტია. შევხვდით ბატონ მამუკა მდინარაძეს, გავცვალეთ აზრები, საქმის კურსში ჩავაყენეთ, უნდა სცოდნოდა, ამდენი წელია ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლობს "ქართული ოცნება". ჩემი მიზეზია ქვეყნის ევროპული თავისუფლებისთვის ბრძოლა", - ამბობს ნიკა სამხარაძე. [სტილი დაცულია].
ცნობისთვის, 11 ივლისს "ოცნება" ახალციხის , ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს დეპუტატებმა დატოვეს. ისინი პარტიიდან მანამდე წასული სამი დეპუტატის პოზიციას იზიარებენ და დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებენ. იხილეთ ასევე: