ე.წ. მოდულის შენობაში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ადვოკატმა მოინახულა. დიმიტრი ღონღაძის თქმით, გოგაშვილს აქვს გარკვეული გეგმა და ეტაპობრივად დაიწყებს იმ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელსაც დაკავებამდე აანონსებდა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მასალები სავარაუდოდ, 25 ივლისს გასაჯაროვდება.
"გვქონდა ჩვენ საუბარი დამატებით და მის მიერ იქნა გაცხადებული, რომ იგი ფლობს ინფორმაციას, მას აქვს გარკვეული გეგმა და ნელ-ნელა ეტაპობრივად გააჟღერებს. ეს ინფორმაციები არ შეეხება მარტო არჩევნებს, მისი განმარტებით, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას", - თქვა დიმიტრი ღონღაძემ.
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, მათ შორის არის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა. გოგაშვილს ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ, დღეს, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.
ასევე იხილეთ: