სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილები მიიჩნევენ, რომ მათი მამა პოლიტიკური პატიმარია.
"მამაჩემი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. თუკი ამათმა გაბედეს და ის მოახერხეს, რომ ფლეშკები ჩაუდეს მამაჩემს, იარაღები, დოკუმენტაცია რაღაც საბუთების, დაბრალება გაუჭირდებოდათ, რომ გოგაშვილია დამნაშავე და გოგაშვილმა მოკლა? ეს ხომ არალოგიკურია", - ამბობს ნიკა გოგაშვილი.
ასეთივე პოზიცია აქვს დაკავებულის მეორე შვილს, ნინო გოგაშვილს. ის ფიქრობს, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია იოსებ გოგაშვილის მიმართ შურისძიებაა.
"ამდენი წელი რას აკეთებდნენ, თუ მამაჩემი ასეთი საშიში პიროვნება იყო და ამდენ დანაშაულებს სჩადიოდა. ეს არის შურისძიება იოსებ გოგაშვილთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური დევნა. ჩვენი ოჯახის ტანჯვის და წამების გამო, ცდილობენ რომ შური იძიონ მამაჩემზე", - თქვა ნინო გოგაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალდებას დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ.
ასევე იხილეთ: