დაადასტურა, რომ მეუფე იაკობმა ლიკვიდაციაზე გააფრთხილა, ინფორმაცია კალაძესაც მიაწოდა - გოგაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის თქმით, სოსო გოგაშვილი ადასტურებს, რომ მეუფე იაკობმა მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ გააფრთხილა.

დიმიტრი ღონღაძემ გოგაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში დღეს მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, გოგაშვილმა ინფორმაცია თბილისის მერს, კახა კალაძესაც მიაწოდა.

"დაადასტურა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, კონკრეტულად, რომ მეუფე იაკობი მასთან მისული იყო და გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია. საქმის კურსში ჩავაყენე ყველა ძალოვანი უწყებებიო, მათ შორის ახსენა, რომ კახა კალაძესაც მიაწოდა ინფორმაცია. ამ ყველაფერს, ლიკვიდაციის შემდეგ დაუკავშირებდნენ მაჩალიკაშვილს და შემდგომ, როგორც მან განაცხადა, მკვლელობის შემსრულებლის ლიკვიდაციასაც მოახდენდნენ", - თქვა დიმიტრი ღონღაძემ.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, მისმა მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ, გოგაშვილი მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია. თეა მარტყოფლიშვილმა გვარებიც დაასახელა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური. 

ინფორმაცია ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა უარყო და თქვა: "მასეთ სისულელეზე მე არ მისაუბრია არასდროს".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი