"ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა" | გონჩარენკო საკადრო ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

"ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა" - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო საუბრობს და საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. 

"ბაკანოვი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ. ის პრეზიდენტის პირადი მეგობარი, კლასელი და მეზობელია. მისი გადაყენება სამსახურის საქმიანობას წაადგება, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურში სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, სადაც უსაფრთხოების სამსახურმა სერიოზული შეცდომები დაუშვა.რაც შეეხება ვენედიქტოვას, მისი თანამდებობიდან ჩამოშორების ფორმა ეჭვებს იწვევს. ეს პარლამენტის გარეშე მოხდა. მითუმეტეს, ვენედიქტოვა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა. ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ მისი კადრი დაინიშნა" - ამბობს გონჩარენკო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი