
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ოდესის პორტზე თავდასხმას ადასტურებს.
მან Telegram არხზე დაწერა, რომ პორტზე, სადაც ექსპორტზე გასატანი მარცვლეული ინახებოდა, იერიში "მაღალი სიზუსტის" რაკეტებით მიიტანეს.
"კალიბრის" რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა. მაღალი სიზუსტის დარტყმით უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე", - დაწერა ზახაროვამ.
ცნობისთვის, გუშინ დილით, ოდესის პორტში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა ოდესის პორტში "კალიბრის" ტიპის ოთხი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ორი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა, მაგრამ მარცვლეულის საწყობი არ დაზიანებულა.
ამავე თემაზე: